გვჭირდება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი?

გვჭირდება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი?

მოთხოვნა მზარდია და საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ Wondernet Express Investment Group -ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ვაშინგტონში, ტრანსკასპიური ფორუმის მერვე შეხვედრაზე განაცხადა.

„შუა დერეფნის“ პოტენციალზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ამ კვირაში ვაშინგტონში, Cosmos Club-ში, ტრანსკასპიური ფორუმის მერვე შეხვედრაზეც იმსჯელეს. „ შუა დერეფანს აქვს შანსი განვითარდეს ახლა ან არასოდეს“, – აღინიშნა ფორუმზე, რომელსაც კასპიის პოლიტიკის ცენტრმა (CPC) კასპიის რეგიონის საელჩოებთან პარტნიორობით უმასპინძლა.

მურჯიკნელი მიიჩნევს, რომ შუა აზიის ქვეყნებში მზარდი ეკონომიკის და ახალი ფაბრიკა/ ქარხნების მშენებლობის ფონზე საკვანძო პორტების გაფართოებას აზერბაიჯანსა და საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში ამჟამად 2 ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილება – ანაკლიის პორტის მშენებლობა და ფოთის პორტის გაფართოება. ამ პროექტებზე წლებია საუბარი მიდის. ანაკლიის პორტი მთავრობისა და ინვესტორის 51%/49%-იანი თანამონაწილეობით უნდა აშენდეს. ფოთის პორტის გაფართოება კი, პორტის მფლობელ APM TERMINALS -ს სურს, თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გაჭიანურებულია და საბოლოო შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

ორი პროექტის ფონზე, რომელ პროექტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა? – BMG -მ ეს კითხვა დღეს Wondernet Express Investment Group -ის გენერალურ დირექტორს მამუკა მურჯიკნელს დაუსვა.

„ორივე პროექტს აქვს ძალიან კარგი საშუალება, რომ განვითარდეს. რაც მეტი ინფრასტრუქტურა აშენდება ეს მეტად კონკურენტუნარიანს გაგვხდის, გაიაფდება გადაზიდვის ტარიფები. ორივე პორტს აქვს კარგი შანსი ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ამ რეგიონში. დღეს ისე შეიცვალა ყველაფერი, რომ ინფრასტრუქტურა თუ გაქვს ტვირთიც მოდის, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და უნდა შევაფასოთ რა ტვირთი არსებობს რეგიონში, რა ტვირთზე უნდა გაკეთდეს ფოკუსირება. თავად ამ რეგიონში საკმაოდ დიდი რაოდენობით ტვირთი არსებობს და მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ ჩინეთზე, რაც ასევე რეალისტურია და საიდანაც ასევე დიდი რაოდენობით ტვირთი შეიძლება წამოვიდეს. განსაკუთრებით საკონტეინერო გადაზიდვები მოიმატებს, იმიტომ რომ ჩვენი მარშრუტი მაინც ყველაზე მოკლე მარშრუტია ევროპაში ტვირთის მოსახვედრად. მე მიმაჩნია, რომ რეალურია, რომ არა ორივე, არამედ სამივე პორტმა (ბათუმი, ანაკლია, ფოთი) იმუშაოს და იყოს დატვირთული“ – ამბობს მამუკა მურჯიკნელი.

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…